The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლუიზა მარსაგიშვილი

ლუიზა მარსაგიშვილი
Date of birth:29 June, 1942  (82 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1965 წელს.

1965–1975წწ. იყო ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–მუშაკი; 1975–1980წწ. თერაპიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ფუნქციური მეთოდების განყოფილების; 1980–1990წწ. ამავე ინსტიტუტის ინფარქტის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1990–1996წწ. ლაზეროთერაპიის განყოფილების ხელმძღვანელი. 1996–1998წწ. მუშაობდა ულტრაბგერითი გამოკვლევების და ლაზეროთერაპიის რესპუბლიკურ ცენტრში. 1998 წლიდან ლაზერული მედიცინის სსპ ცენტრის დირექტორი. 1999 წლიდან საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ლაზერული მედიცინის კათედრის გამგე; 2006 წლიდან ხელმძღვანელობს "ჯანმრთელობის ცენტრის" ლაზერული მედიცინის მიმართულებას. ავტორია 120 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ანესთეზიოლოგიის, კარდიოლოგიისა და ლაზეროთერაპიის პრობლემებს. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. ინვ. დეპ. ლაზერული მედიცინის სსპ ცენტრის დირექტორი.  

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფილტვის პარციალური ვენტილაცია სასუნთქი გზების ოპერაციის დროს", დაიცვა 1975 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ჰელიუმ–ნეონური ლაზერის გამოყენება გულის იშემიური დაავადებების დროს", დაიცვა 1990 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.187;  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.549

Awards and Honors

  • 2002 - ღირსების ორდენი
  • 1989 - სსრკ სახელმწიფო პრემია

Bibliography


Share: