შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დალი მარტაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1964 წელს. 1964–1969წწ. იყო გრ. მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი, 1970–1976წწ. ამავე ინსტიტუტის იმუნოჰემატოლოგიური ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1976–1984წწ. სამხარეო პათოლოგიის ჯგუფის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1984 წლიდან თანდაყოლილი და შეძენილი ანემიების ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 52 სამეცნიერო ნაშრომისა მწვავე ლეიკოზის და ენზიმოპათიების პრობლემებზე. ჰემატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ლეიკოციტების ფუნქციონალური თვისებების ცვლილებები მწვავე ლეიკოზის სხვადასხვა დროს", დაიცვა 1969 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.187 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |