The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ მარტყოფლიშვილი

დაბადების თარიღი:5 აპრილი, 1925  (99 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. დედოფლისწყარო.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან. ჰიგიენური ფაკულტეტი 1952 წელს.

1952–1959წწ. იყო ტუბერკულოზის სანატორიუმ "ლიბანის" ექიმი–ორდინატორი; 1960–1961წწ. მოსკოვის სამედიცინო სტომატოლოგიური ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1962–1967 წლებში ინსტიტუტის პულმონოლოგიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1968–1997წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1998 წლიდან განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 61 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება თანამედროვე პულმონოლოგიის აქტუალურ საკითხებს. იყო პულმონოლოგიის განყოფილების სამეცნიერო და კლინიკური სამუშაოების ხელმძღვანელი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პულმონოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თერმორეგულაციური პროცესების ფიზიოლოგიური დახასიათება კრუპოზული პნევმონიის დროს", დაიცვა 1965 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქრონიკული ბრონქიტის და ქრონიკული პნევმონიის რეციდივების პათოგენეზი, ნაადრევი დიაგნოსტიკა და პროფილაქტიკა", დაიცვა 1987 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.188

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის თერაპევტთა საზოგადოება, წევრი
  • კარდიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი

გააზიარე: