Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ მარტყოფლიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. დედოფლისწყარო. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან. ჰიგიენური ფაკულტეტი 1952 წელს. 1952–1959წწ. იყო ტუბერკულოზის სანატორიუმ "ლიბანის" ექიმი–ორდინატორი; 1960–1961წწ. მოსკოვის სამედიცინო სტომატოლოგიური ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1962–1967 წლებში ინსტიტუტის პულმონოლოგიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1968–1997წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1998 წლიდან განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 61 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება თანამედროვე პულმონოლოგიის აქტუალურ საკითხებს. იყო პულმონოლოგიის განყოფილების სამეცნიერო და კლინიკური სამუშაოების ხელმძღვანელი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პულმონოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თერმორეგულაციური პროცესების ფიზიოლოგიური დახასიათება კრუპოზული პნევმონიის დროს", დაიცვა 1965 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქრონიკული ბრონქიტის და ქრონიკული პნევმონიის რეციდივების პათოგენეზი, ნაადრევი დიაგნოსტიკა და პროფილაქტიკა", დაიცვა 1987 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.188 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |