შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მერაბ მარუაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1966 წელს. 1966 წელს იყო რკინიგზის პოლიკლინიკის ექიმი–ნევროპათოლოგი; 1967–1968წწ. - რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ნერვული განყოფილების ექიმი-ორდინატორი; 1968–1971წწ. - ნევროლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი, 1983–1992წწ. - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ავტორია 35 სამეცნიერო ნაშრომისა თავის ტვინის სიმსივნეების აქტუალურ პრობლემების შესახებ. სამეცნიერო-პრაქტიკულ ხელმძღვანელობას უწევს ორდინატორებისა და ინტერნების მომზადებას. ნევროლოგიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. ექიმი-ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1999). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კუნთის ტონუსის კლინიკურ–ელექტროგრაფიული დახასიათება თავის ტვინის სიმსივნეების დროს", დაიცვა 1980 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ზურგის ტვინისა და პერიფერიული ნერვული სისტემის ოკლუზიურ-იშემიური დაზიანებანი", დაიცვა 1999 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.188; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.350 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |