| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მერაბ მარუაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1966 წელს. 1966 წელს იყო რკინიგზის პოლიკლინიკის ექიმი–ნევროპათოლოგი; 1967–1968წწ. - რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ნერვული განყოფილების ექიმი-ორდინატორი; 1968–1971წწ. - ნევროლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი, 1983–1992წწ. - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ავტორია 35 სამეცნიერო ნაშრომისა თავის ტვინის სიმსივნეების აქტუალურ პრობლემების შესახებ. სამეცნიერო-პრაქტიკულ ხელმძღვანელობას უწევს ორდინატორებისა და ინტერნების მომზადებას. ნევროლოგიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. ექიმი-ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1999). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კუნთის ტონუსის კლინიკურ–ელექტროგრაფიული დახასიათება თავის ტვინის სიმსივნეების დროს", დაიცვა 1980 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ზურგის ტვინისა და პერიფერიული ნერვული სისტემის ოკლუზიურ-იშემიური დაზიანებანი", დაიცვა 1999 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.188; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.350 Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

