შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ მარშავა![]()
ბიოგრაფიადაამთავრა სარატოვის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1979 წელს. 1979–1981წწ. იყო სარატოვის მე–8 საავადმყოფოს ექიმი–ორდინატორი; 1981–1988წწ. გალის ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგი; 1988–1992წწ. ზუგდიდის რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგე, 1992 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგიის კათედრის დოცენტი. ავტორია 43 სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორისაა 2 მონოგრაფია: "დიაბეტური განგრენის მკურნალობა"(მოსკოვი, 1990); "ლაზერების გამოყენება ანორექტალური მიდამოს ქირურგიაში"(მოსკოვი, 1991). ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტის ქირურგი. საკანდიდატო დისერტაციის თემა -"დიაბეტიან ავადმყოფთა ქვედა კიდურების განგრენის მკურნალობა", დაიცვა 1987 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ჩირქოვან დაავადებათა მკურნალობა ლაზერის სხივის გამოყენებით", დაიცვა 1991 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.188
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |