შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქეთო ჯაფარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქვიშხეთი, ახლანდელი ხაშურის რაიონი. სწავლობდა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში 1919–1921წწ. 1927 წელს გაემგზავრა გერმანიაში, 1930 წელს კი დაბრუნდა სამშობლოში; 1931 წელს თბილისში შედგა მომღერლის დებიუტი(საესტრადო მომღერალი); 1937 წლიდან იყო ლენინგრადის სახელმწიფო ესტრადის მსახიობი; 1942 წლიდან იყო საგასტროლო საკონცერტო გაერთიანების, ხოლო 1950–1957წწ. საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი; მონაწილეობდა საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის ჩამოყალიბებაში; 1930–1950წწ. ერთ–ერთი პოპულარული საესტრადო მომღერალი იყო; განსაკუთრებით გამოიჩინა თავი მომღერალმა სამამულო ომის პერიოდში, გამოდიოდა ჰოსპიტლებსა და სამხედრო ნაწილებში; ასრულებდა ქართულ, რუსულ და ბოშურ რომანსებს, ქართველ კომპოზიტორთ ლირიკულ სიმღერებს. მიღებული აქვს მოსკოვის ესტრადის მსახიობთა I საკავშირო კონკურსის (1939) I პრემია. პოეტ იოსებ გრიშაშვილის მეუღლე. წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 338 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |