შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ნათაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მერეთი, გორის მაზრა. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია 1893 წელს. სემინარიის დამთავრებისთანავე მასწავლებლობა დაიწყო ჯერ სოფელ ალში(გორის მაზრა), შემდეგ სოფელ სტეფანწმინდაში (ყაზბეგი) და სოფელ პანკისში(თბილისის მაზრა). 1898 წელს დანიშნეს კავკავის ქართული სკოლის მასწავლებლად და ამავე სკოლასთან არსებული ქართული ეკლესიის მოძღვრად. იგი კავკავში(ვლადიკავკაზი) 35 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა. მონაწილეობას იღებდა საგანმანათლებლო მუშაობაში, პედაგოგიურ მუშაობას უთავსებდა რევოლუციურ მოღვაწეობას. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა კავკავში ყოფნის პერიოდში. იგი ქართული სკოლის, ქართული თეატრისა და საერთოდ, კავკაველი ქართველი მოსახლეობის უანგარო და ერთგულ სამსახურში ჩაება. მასთან ხშირად თავს იყრიდნენ კავკავში მყოფი ქართველი ინტელიგენტები. მისი თაოსნობით კავკავში შეიქმნა სცენისმოყვარულთა წრე, მართავდა საღამო-წარმოდგენებს და მთელ შემოსავალს დახმარებისა და სტიპენდიების სახით უგზავნიდა ახალგაზრდა ნიჭიერ და ხელმოკლე ქართველებს. 1933 წელს თბილისში გადმოვიდა. ერთი პერიოდი მუშაობდა საქართველოს სსრ სახელმწიფო მუზეუმში მეცნიერ-მუშაკად, ბოლოს - ლიტერატურის მუზეუმში მთავარ შემნახველად. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.76; განმანთლებლობა საქართველოში: nateba.webbreeze.net ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |