შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით მაღალაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1975 წელს. 1975–1976წწ. ორდინატურის კურსი გაიარა რესპუბლიკურ ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში; 1976–1991წწ. იყო რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს თორაკული განყოფილების ექიმი–ორდინატორი; 1992–1995წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფტიზიოპულმონოლოგიის კათედრის ასისტენტი, 1995 წლიდან ამავე კათედრის დოცენტი. ავტორია 15 სამეცნიერო ნაშრომისა ფილტვის პათოლოგიის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საკითხებზე. სადიაგნოსტიკო, სამკურნალო და ოპერატიული ბრონქოსკოპიების, რეზექციული ქირურგიის, პულმონოლოგიის შესახებ. პულმონოლოგ–ქირურგი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფტიზიოპულმონოლოგიის კათედრის დოცენტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა -"ტრანსბრონქული სელექციური ელექტროპლეტიზმოგრაფია და ბრონქოფიბროსკოპია ფილტვის პერიფერიული სიმსივნური და ანთებითი პროცესების დიფერენციალურ დიაგნოსტიკაში", დაიცვა 1987 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.188; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.205 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |