The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ მაღალაშვილი

დაბადების თარიღი:18 იანვარი, 1951  (73 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1973 წელს.

1973–1974წწ. იყო თბილისის სასწრაფო დახმარების მე–2 საავადმყოფოს ექიმი–ინტერნი; 1974–1976წწ. N227559–ე სამხედრო ნაწილის მთავარი ექიმი; 1978–1991წწ. მოსკოვის, სსრკ ჯანდაცვის სამინისტროს ორგანოთა გადანერგვის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი, უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, ექსპერიმენტალური და კლინიკური ქირურგიის განყოფილების გამგე; 1992 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტის ქირურგიულ სნეულებათა კათედრის პროფესორი და კათედრის გამგე. ავტორია 50 სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორისაა ერთი მონოგრაფია: "შეხორცებითი დაავადება, როგორც პათოლოგიის სახე"(მოსკოვი, 1986). მისი ხელმძღვანელობით დაცულია 2 საკანდიდატო და 1 სადოქტორო დისერტაცია. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ორგანიზმის ჟანგბადის ვალი ხელოვნური გულის მუშაობის და კარდიოქირურგიული ჩარევების დროს", დაიცვა 1978 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "შეხორცებითი დაავადებებისადმი მიდრეკილების დიაგნოსტიკა, მისი პროფილაქტიკა და მკურნალობა", დაიცვა 1990 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.189

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭო, წევრი
  • გ. მუხაძის სახელობის თბილისის ქირურგიული საზოგადოება, წევრი

გააზიარე: