The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სამსონ თოფურია

სამსონ თოფურია
დაბადების თარიღი:24 ივნისი, 1854
გარდაცვ. თარიღი:6 ივლისი, 1904  (50 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მწვანეყვავილას პანთეონი, ქუთაისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სეფიეთი, ქუთაისის გუბერნია.

ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიის დამთავრების შემდეგ  სასწავლებლად გაემგზავრა  ქ. ოდესაში, სადაც ჩაირიცხა უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკუტეტზე. შემდეგ სწავლა გააგრძელა ქ. ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სამკურნალო დარგზე. 1885 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამკურნლო ფაკულტეტი და მიენიჭა  ექიმის წოდება.
ცოდნის  გაღრმავების მიზნით, გერმანიაში გაემგზავრა ცნობილ პროფესორ ვირხოვთან, რომლის კლინიკებში წელიწადზე მეტ ხანს დაჰყო. გერმანიიდან  გაემგზავრა შვეიცარიაში, აქ ის გაეცნო კლინიკური მედიცინის უკანასკნელ მიღწევებს,  ახალ მეთოდებს, რენტგენთა და ფიზიოთერაპევტული  მეთოდებით მკურნალობის დარგში. ჟენევიდან  წამოსვლისას,  მან  თან წამოიღო კლინიკის შენობის გეგმა, ის ოცნებობდა რომ სამშობლოშიც ააგებდა ასეთ სამკურნალოს. 1887 წელს დაბრუნდა ქუთაისში. ქუთაისში სტაციონალური სამკურნალოს გახსნა  მოითხოვა, რასაც წინ სკეპტიკოსები და ექმიმბაშები აღუდგნენ. მისი კატეგორიული მოთხოვნით ქ. ქუთაისის თვითმმართველობამ გადაწყვიტა საავადმყოფოს აგება, მიწის ნაკვეთის შერჩევა კი თვითონ  მას მიანდო. მან გამოძებნა სახსრები, რიონის პირას შეიძინა  მიწის ნაკვეთი, თბილისიდან მოიწვია არქიტექტორი და მშენებელი ინჟინერი. 1890 წლის 1 მაისს სამოცდათხუთმეტი საწოლით გაიხსნა საავადმყოფო, რომელსაც "სამსონ თოფურიას სამკურნალო" ეწოდა. საავადმყოფო აღჭურვა გერმანიიდან და შვეიცარიიდან ჩამოტანილი სამედიცინო ინსტრუმენტებით, საავამყოფოს ჰქონდა საკუთარი წყალსადენი, ბერკჰგოლის ფილტრით, ადგილობრივი ელექტროგანათება, ხოლო ქვემო სართულში მოწყობილი იყო სააბაზანო განყოფილება. პირადად აკონტროლებდა ყველაფერს, უშუალოდ მონაწილეობდა ოპერაციებში. მისი და დ. ნაზარიშვილის თაოსნობით საავადმყოფოს ბაზაზე 1892 წელს შეიქმნა დასავლეთ საქართველოს ექიმთა სამეცნიერო საზოგადოება, რომელმაც დიდი როლი შეასრულა მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების საქმეში. ეს სამკურნალო იმავე შენობაში დღესაც ფუნქციონირებს და ატარებს სამსონ თოფურიას სახელს.
წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.101;  mwvanekvavila.blogspot.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • დასავლეთ საქართველოს ექიმთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი (1892-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ნამდვილი წევრი (1902-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილება, ნამდვილი წევრი (1912-)

გააზიარე: