The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამაზ მაღლაკელიძე

თამაზ მაღლაკელიძე
Date of birth:14 March, 1947  (78 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1970 წელს.

1970–1971წწ. მუშაობდა ბორჯომის სანატორიუმ "ლიკანში"; 1971–1977წწ. იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის პულმონოლოგიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1977–1991წწ. ასისტენტი, 1991 წლიდან არის თბილისის სამედიცინო აკადემიის თერაპია–პულმონოლოგიის კათედრის დოცენტი. 1994–1996წწ. სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი; 1998–2007წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2007–2012წწ. გენერალური დირექტორის მოადგილე. 2015 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. 2012 წლიდან ხელმძღვანელობდა გერმანულ-ქართული კლინიკა შპს "დიაგნოსტიკური სერვისის", 2015 წლიდან კი შპს "აკად. გ. ჩაფიძის სახალობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის" პულმონოლოგიის დეპარტამენტებს. 2004 წლიდან არის "საქართველოს რესპირაციული ჟურნალის" მთავარი რედაქტორი; 2007 წლიდან საქართველოს რესპირაციული ასოციაციის პრეზიდენტი; 2012 წლიდან – აკადემიკოს ფ. თოდუას სახელობის კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კონსულტანტი; 2017 წლიდან ჟურნალ "პულმონოლოგიის" სარედაქციო კოლეგიის წევრი (მოსკოვი); იმავდროულად – მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რესპირატორულ დაავადებებთან ბრძოლის გლობალური ალიანსის (GARD) კავკასიის კოორდინატორი და ამავე ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური თავმჯდომარე (2019). 2010 წლიდან არის საქართველოს საპატრიარქოს ექიმ-კონსულტანტი. არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი, რომლებიც ეხება რესპირატორული მედიცინის აქტუალურ საკითხებს. ავტორია 42 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ბრონქიალური ასთმის დიაგნოსტიკა–მკურნალობას და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების მკურნალობას. პულმონოლოგი, თბილისის მთავარი იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის პულმონოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მიოკარდიუმის შეკუმშვადი ფუნქცია, ცენტრალური და პერიფერიული ჰერმოდინამიკა სხვადასხვა კლასის B–ადრენერგიული რეცეპტორების ბლოკატორების გამოყენებისას მიოკარდიუმის  მწვავე ინფარქტის დროს", დაიცვა 1987 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.189; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 587; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge

Member of Organizations

  • ევროპის რესპირატორთა ასოციაცია, წევრი
  • თბილისის სამედიცინო აკადემიის სამეცნიერო სამჭო, წევრი
  • ნიუ–იორკის აკადემია, წევრი
  • რუსეთის პულმონოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ალერგოლო–იმუნოლოგთა და იმუნორეაბილიტაციის სამეცნიერო საზოგადოების გამგეობა, წევრი
  • საქართველოს თერაპიული საზოგადოება

Awards and Honors

  • 2023 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • ღირსების ორდენი

Share: