შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლია მაჩაბელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან–ჰიგიენური ფაკულტეტი 1944 წელს. 1947 წელს მუშაობდა მოსკოვში, მეან–გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის გინეკოლოგად; 1948 წელს მოსკოვში რკინიგზის სამინისტროს გაერთიანებული პოლიკლინიკის ბიოქიმიკოსად; 1949–1955წწ. იყო თბილისის 26 კომისრის რაიონის სანეპიდსადგურის ექიმი–ბაქტერიოლოგი; 1955–1988წწ. ექიმი–ვირუსოლოგი, ვირუსოლოგიური ლაბორატორიის გამგე, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რესპუბლიკური სანეპიდსადგურის თანამშრომელი; 1988 წლიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფექციური საავადმყოფოს ექიმი ვირუსოლოგი. ავტორია 21 სამეცნიერო ნაშრომის. სამეცნიერო–პრაქტიკულ ხელმძღვანელობას უწევდა სადისერტაციო თემებისა და შრომების შესრულებას. არის ექიმი–ვირუსოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, უმაღლესი კატეგორიის სპეციალისტი, საქართველოს ინფექციური პათოლოგიის ცენტრისექიმი–ვირუსოლოგი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "იმუნოფლუორესცენციის მეთოდის გამოყენება მწვავე რესპირატორულ ვირუსულ დაავადებათა ექსპრესდიაგნოსტიკის მიზნით", დაიცვა 1975 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.190 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |