შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იგა აბაკელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. პირველადი მუსიკალური განათლება მიიღო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის მუსიკალურ ათწლედში, რომელიც დაამთავრა 1958 წელს, შემდეგ სწავლა გააგრძელა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში 1958–1961წწ. (საფორტეპიანო), 1971 წელს კი დაამთავრა თბილისის სახელმწიფო აკადემია(გრაფიკა); ის არის თოჯინების თეატრის ერთ–ერთი დაამაარსებელთაგანი ქ. ახალციხესა და გურჯაანში; დადგმული აქვს მუსიკალური სპექტაკლი: გლუკი – "ორფეოსი და ევრიდიკე"(1980, პირველი დადგმა ქ. გორში); პიანისტი, მხატვარი. წყარო: გამოყენებული ლიტერატურა: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 6; საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის გაზეთი "დურუჯი".- თბ.,2017, N5 (113) 31 მაისი.- გვ.8: tafu.edu.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.112 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |