The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



იგა აბაკელია

იგა აბაკელია
ოფიციალური სახელი:გრიგოლ აბაკელია
დაბადების თარიღი:20 დეკემბერი, 1939
გარდაცვ. თარიღი:2016  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:მუსიკოსი, მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

პირველადი მუსიკალური განათლება მიიღო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის მუსიკალურ ათწლედში, რომელიც დაამთავრა 1958 წელს, შემდეგ სწავლა გააგრძელა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში 1958–1961წწ. (საფორტეპიანო), 1971 წელს კი დაამთავრა თბილისის სახელმწიფო აკადემია(გრაფიკა); ის არის თოჯინების თეატრის ერთ–ერთი დაამაარსებელთაგანი ქ. ახალციხესა და გურჯაანში; დადგმული აქვს მუსიკალური სპექტაკლი: გლუკი – "ორფეოსი და ევრიდიკე"(1980, პირველი დადგმა ქ. გორში); პიანისტი, მხატვარი. 
თოჯინების თეატრში სცენოგრაფიული მოღვაწეობის 34 წლის განმავლობაში იგა აბაკელიას ავტორობით შეიქმნა ორმოცამდე სპექტაკლის სცენოგრაფია. 1975 წელს და 1981 წლიდან 2007 წლამდე იყო თოჯინების სახელმწიფო პროფესიულ თეატრის მთავარი მხატვარი. იგა აბაკელია სხვადასხვა დროს დაჯილდოებული იყო სსრკ კულტურის სამინისტროსა და თეატრის მოღვაწეთა კავშირის დიპლომებით. იგი იყო 2001 წლის ღირსების ორდენის კავალერი.

გამოყენებული ლიტერატურა: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 6



გააზიარე: