The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბიჭიკო აბაშიძე

ბიჭიკო აბაშიძე
ოფიციალური სახელი:ივანე აბაშიძე
დაბადების თარიღი:1906
გარდაცვ. თარიღი:1986  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქვედა საზანო, ზესტაფონის რაიონი.

სიმღერა–გალობას სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში ბართლომე კუხიანიძის ხელმძღვანელობით; 1918 წლიდან კი ზესტაფონის ახლადგახსნილ გიმნაზიაში გადმოიყვანეს, სადაც გიმნაზიის გუნდში მღეროდა; 1923 წლიდან ის ჭიათურაში მუშაობდა და თან სანდრო კავსაძის გუნდში მღეროდა; ხუთ წელიწადში ისწავლა მრავალი სიმღერა და დაეუფლა საგუნდო-სალოტბარო ხელოვნებას; 20-იანი წლების ბოლოს პირველი დამოუკიდებელი გუნდი შექმნა ჭიათურის რაიონის სოფელ დიდ რგანში; 1928–1938წწ. ხელმძღვანელობდა რაიონულ თვითმოქმედ გუნდებს; 1930 წელს მერელისის გრეხილი ავეჯის ფაბრიკაში ჩამოაყალიბა გუნდი, რომელიც ძირითადად ასრულებდა ზემოიმერულ სიმღერებს; ასევე ჩამოაყალიბა გუნდები ხარაგაულში; 1938 წელს სათავეში ჩაუდგა ორჯონიკიძის(ამჟამად ხარაგაულის) სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს; 1941 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ხარაგაულის კულტურის სახლის დირექტორი; 1966 წელს ხარაგაულის ხალხური ცეკვისა და სიმღერის 68 კაციანი ანსამბლი პირველად საბჭოთა კავშირის გარეთ, პოლონეთის ფესტივალზე გაიყვანა, მაშინ ხარაგაულის ანსამბლი სახელმწიფო ანსამბლის სახელით სარგებლობდა; მას დამსახურება მიუძღვის ქართული ხალხური სიმღერების დამუშავებაში: "იმერული მგზავრული", "ადილა", "სადღესასწაულო", "იმერული ცხენოსნური", "სუფრული"; მისი შესრულებით სიმღერები ჩაწერეს – გ. კოკელაძემ, მ. ჩირინაშვილმა, ჩანაწერები დაცულია საქრთველოს სახელმწიფო ხელნაწერთა ფონდში; მისი აღზრდილი ლოტბარები არიან: გ. ბუაჩიძე, მ.კამკამიძე, ლ. ლურსმანაშვილი, პ. სახვაძე, ს. ციმაკურიძე; ლოტბარი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 7 ; ინტერნეტ გვერდი -ხარაგაული და ხარაგაულელები: kharagauli.ucoz.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1951 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: