შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზინაიდა მაცაბერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ამბროლაური. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1965 წელს. 1966–1984წწ. იყო კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ბიოქიმიური ლაბორატორიის უფროსი ლაბორანტი; 1984 წლიდან ამავე ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 33 სამეცნიერო ნაშრომის. უწევს სამეცნიერო–პრაქტიკულ დახმარებას საქართველოს კურორტების ბიოქიმიკოსებს. არის ბიოქიმიკოსი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბგერისი სიხშირის ცვლადი მაგნიტური ველის ცხოველურ ორგანიზმზე მოქმედების მექანიზმის ზოგიერთი ბიოქიმიური ასპექტის შესახებ", დაიცვა 1993 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.191 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |