შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე მაჭავარიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი არგვეთი, საჩხერის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1964 წელს. 1964–1967წწ. იყო სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ჯავის რაიონის კვაისის დასახლების საავადმყოფო–პოლიკლინიკის ექიმი–თერაპევტი; 1967–1971წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის ასპირანტი; 1972–1985წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის ასისტენტი; 1985 წლიდან ამავე კათედრის დოცენტი. ავტორია 37 სამეცნიერო ნაშრომის. თერაპევტი–გასტროენტეროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ყბაყურა სანერწყვე ჯირკვლების ფუნქციური მდგომარეობა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებით შეპყრობილ პირებში", დაიცვა 1985 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.191
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |