შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მერაბ მაჭავარიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1951 წელს. 1951–1954წწ. იყო ქ. კოსტრომის მე–2 საავადმყოფოს ქირურგი–ორდინატორი; 1955–1957წწ. თბილისის ტრავმატოლოგია–ორთოპედიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1957–1967წწ. მეცნიერ–თანამშრომელი; 1967–1971წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1971–1972წწ. ბავშვთა ტრავმატოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი; 1972–1974წწ. ტრავმატოლოგიის და ორთოპედიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. 1979 წლიდან ბავშვთა ტრავმატოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 71 სამეცნიერო ნაშრომის. გამოქვეყნებული აქვს ორი შრომა. ხელმძღვანელობს სამეცნიერო განყოფილებას. წლების განმავლობაში მონაწილეობდა საკავშირო ყრილობებში, სიმპოზიუმებში. ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. ტრავმატოლოგ–ორთოპედი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "წვივის ძვლების მოტეხილობების მკურნალობა", დაიცვა 1965 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.192; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.341 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |