Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ილიკო აბაშიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გურჯაანი. დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია 1917 წელს. თავდაპირველი განათლება მიიღო თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში; 1904 წელს დაამთავრა თბილისის მუსიკალურ სკოლა; სწავლა გააგრძელა მოსკოვის ფილარმონიულ სასწავლებელში, შემდეგ პეტერბურგის კონსერვატორიაში, პედაგოგ ვ. ი. საფონოვთან(ფორტეპიანო), კ. ი. დავიდოვთან(ვიოლონჩელო), ე. მ. ბრაუდოსთან (მუსიკის ისტორია). მოსკოვიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას თბილისსა და ქუთაისში; იყო ორგანიზატორი და ერთ–ერთი წევრი პირველი ქართული ტრიოსი (მ. ევთიშვილი – ფორტეპიანო, ვ. რელიგიონი – ვიოლინო და ი. აბაშიძე – ვიოლონჩელო); იყო ქუთაისში მ. ბალანჩივაძის მიერ დაარსებული მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი და გამგე; დააარსა და იყო ლოტბარი მოსწავლეთა გუნდისა; ა. ყარაშვილის სიმებიანი კვარტეტისა და სხვა კამერულ–ინსტრუმენტული ანსამბლების წევრი; ასრულებდა ქართულ და ევროპულ მუსიკალურ ნაწარმოებებს; აქტიურად მოღვაწეობდა XX საუკუნის 20–იან წლებამდე; აქვს მუსიკალური პუბლიკაციები; ვიოლონჩელისტი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 7; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.39; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1918-1921 სამუსიკო ცხოვრება/რედაქტორ-შემდგენლები: კატო ჯავახიშვილი, სალომე ჭანტურიძე, მირიან ხოსიტაშვილი.-თბ., 2021.-გვ.129 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |