| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნანული აბესაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1964 წელს (ინგლისური ენის ფაკულტეტი). 1960 წლიდან დაიწყო სასცენო მოღვაწეობა ტექნიკური უნივერსიტეტის საესტრადო ორკესტრში; 1964–1970წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო ანსამბლ "რეროს" წევრი; 1970–1974წწ. ანსამბლ "დიელოს" წევრი; 1974–1986წწ. საქართველოს სახელმწიფო ხალხური სიმღერის ანსამბლ "თბილისის" წევრი; ანსამბლ "თბილისთან" ერთად გახდა საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალის ლაურეატი (1980); 1979-1986 წლებში იყო ანსამბლ "რუსთავის" წევრი, მათთან ერთდ საგასტროლოდ მოგზაურობდა ჰოლანდიაში, შვედეთში; მღეროდა დუეტში კოროშინაძესთან, ტრიოში ს. კოროშინაძესა და გ. ჭირაქაძესთან ერთად; გამართული აქვს სოლო კონცერტები გერმანიაში, საფრანგეთში, ასევე საგასტროლოდ მოგზაურობდა კანადაში, ინგლისში, ნიკარაგუაში, ისლანდიაში, ინდოეთში. რეპერტუარში აქვს: ქართველ კომპოზიტორთა სიმღერები, რუსული რომანსები; მონაწილეობდა სხვადასხვა ფესტივალებში ("ბარვეს" ფესტივალი, გერმანია); საგასტროლოდ მოგზაურობდა სსრკ–ის ქალაქებში, საფრანგეთში; ესტრადის მომღერალი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 9; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.283 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

