| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მარადა მდივანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1955 წელს. 1957–1960წწ. იყო ა/კ რკინიგზის პოლიკლინიკა - საავადმყოფოს გაერთიანებაში პედიატრი; 1960 წლიდან პედიატრიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ფუნქციურ–დიაგნოსტიკური განყოფილების მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 75 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება გულ–სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციური მდგომარეობის შესწავლას. მისი ბიოგრაფია შეტანილია საქართველოს ექიმების სამედიცინო ცნობარში(1998). პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა -"გულ–სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციური მდგომარეობა რაქიტის, ალერგიული დიათეზისა და მათი თანაარსებობისას ჩვილი ასაკის ბავშვებში". წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.196 Member of Organizations
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

