შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვიოლეტა მგელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის საქართველოს წითელი დროშის ორდენოსანი სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის მცენარეთა დაცვის ფაკულტეტი 1965 წელს. 1970 წელს იყო სანიტარიისა და ჰიგიენის ინსტიტუტის ლაბორანტი; 1970–1978 წლებში სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი, 1978–1989წწ. უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1989 წლიდან უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 55 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება სისხლმწოვი კოღოების (დიფტერია, კულიციდე) გავრცელებას, სახეობრივ შემადგენლობას, ბიოლოგიას, ეკოლოგიასა და მწერებთან ბრძოლაში ეკოლოგიურად უსაფრთხო საშუალებების გამოყენებას საქართველოს სხვადასხვა ლანდშაფტების პირობებში. ენტომოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა -"აედისის გვარის კოღოები აღმოსავლეთ საქართველოში", დაიცვა 1988 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.195 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |