შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ მგალობლიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1960 წელს. 1960–1964წწ. იყო ჩოხატაურის და თბილისის ბავშვთა და მოზარდთა სტაციონარების ქირურგი, ზიგადი ქირურგიის ასპირანტი, დოქტორანტი, ასისტენტი, დოცენტი, პროფესორი(1964 წლიდან), 1976–1981 წლებში ონკოლოგიის კათედრის ასისტენტი. ავტორია 44 სამეცნიერო ნაშრომისა აბდომინალური ქირურგიის, ქალა–ტვინის ტრამვის პათოფიზიოლოგიის საკითხებზე. მისი ხელმძღვანელობით დაცულია სადისერტაციო ნაშრომები. იყო სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ზოგადი ქირურგიის კათედრის პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ზოგიერთი ფერმენტისა და იზოფერმენტის აქტივობა ქალა–ტვინის ტრამვის დროს", დაიცვა 1970 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ვეგეტატიური ფუნქციის დარღვევისა და მათი კომპენსაციის გამოკვლევა ქალა–ტვინის ტრამვის დროს", დაიცვა 1992 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.195; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.78 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |