The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გურამ მგალობლიშვილი

Date of birth:12 January, 1936  (90 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1960 წელს.

1960–1964წწ. იყო ჩოხატაურის და თბილისის ბავშვთა და მოზარდთა სტაციონარების ქირურგი, ზიგადი ქირურგიის ასპირანტი, დოქტორანტი, ასისტენტი, დოცენტი, პროფესორი(1964 წლიდან), 1976–1981 წლებში ონკოლოგიის კათედრის ასისტენტი. ავტორია 44 სამეცნიერო ნაშრომისა აბდომინალური ქირურგიის, ქალა–ტვინის ტრამვის პათოფიზიოლოგიის საკითხებზე. მისი ხელმძღვანელობით დაცულია სადისერტაციო ნაშრომები. იყო სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ზოგადი ქირურგიის კათედრის პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ზოგიერთი ფერმენტისა და იზოფერმენტის აქტივობა ქალა–ტვინის ტრამვის დროს", დაიცვა 1970 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ვეგეტატიური ფუნქციის დარღვევისა და მათი კომპენსაციის გამოკვლევა ქალა–ტვინის ტრამვის დროს", დაიცვა 1992 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.195; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.78

Member of Organizations

  • თბილისის ქირურგთა საზოგადოება, წევრი
  • რუსეთის ფიზიოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ექიმთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს ქირურგთა ასოციაცია, წევრი

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების მედალი

Bibliography

  • ზოგადი ქირურგია : სახელმძღვ. თბილ. სახელმწ. სამედ. უნ-ტის სტუდ. (Co-Author). - თბილისი, ეთნოპოლიტიკა, 2008. - 374გვ.

Share: