შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვალერი აბულაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ტაშკენტი. დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1963 წელს. 1963 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; შესრულებული აქვს: ქართული რეპერტუარიდან – ჰამლეტი(რ. გაბიჩვაძე "ჰამლეტი"), ყმაწვილი(ფ. ღლონტის "განთიადი"), ავთანდილი(გრ. კილაძე "სინათლე"), სერგო, გორდა(დ. თორაძის "მშვიდობისათვის", "გორდა"), ყმაწვილი(ს. ცინცაძის "ქორეოგრაფიული პოემა"), სხვა რეპერტუარიდან – ალბერი(ადანის "ჟიზელი"), სოლორი, ბაზილი(მინკუსის "ბაიადერა", "დონ კიხოტი"), ფრანცი(დელიბის "კოპელია"), ზიგფრიდი, პრინცი(პ. ჩაიკოვსკის "გედების ტბა", "მძინარე მზეთუნახავი"), ფრონდოზი(კრეინის "ლაურენსია"), ლენნი(ყარა–ყარაევის "ქუხილის ბილიკით"), ყმაწვილი(შოპენის "შოპენიანა"); მოგზაურობდა საგასტროლოდ(ირანი). წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 10 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |