შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მოსე ნათაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ალევი, დუშეთის მაზრა. სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, მაგრამ სხვა მოსწავლეებთან ერთად აკრძალული ლიტერატურის კითხვისა და რევოლუციური სულისკვეთების გამომჟღავნების გამო სემინარიიდან გამორიცხეს. 1874-1875წწ. მასწავლებლად მოეწყო სოფელ პატარძეულში; 1876 წლიდან მუშაობდა მეჯვრისხევის სკოლაში. სოფელ მეჯვრისხევის შემდეგ იგი რამდენიმე ხანს მასწავლებლობდა ხონის ორკლასიან სასწავლებელში. განსაკუთრებულია მისი ამაგი "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" სკოლაში ბათუმში, სადაც 1882 წელს დაიწყო მუშაობა. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა იგი ქართველ მაჰმადიანებს, რომელთა აღზრდაც იმ დროს მთლიანად ფანატიკოსი ხოჯების ხელთ იყო და მოითხოვდა რომ მესხეთ-აჭარასა და საინგილოში სწავლის საქმე გაძლიერებულიყო. დროდადრო ქართულ ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებდა წერილებსა და კორესპონდენციებს. წყარო: http://nateba.net/index.php/biographies/145-natadze-mo
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |