შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანა აგლაძე-ჩიჯავაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1926 წელს. 1938–1964წწ. იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალის პედაგოგი; 1939–1964წწ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის "ნიჭიერთა ათწლედის" ვოკალის პედაგოგი და სასწავლო ნაწილის გამგე, 1939–1953წწ. ვოკალური განყოფილების გამგე; 1947 წლიდან უფროსი მასწავლებელი, 1957 წლიდან დოცენტი, ამის პარალელურად იყო თბილისის თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი ვოკალში; მის რეპერტუარში იყო: ეთერი, მარო, ლატავრა(ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", "დაისი", "ლატავრა"); ის იყო დ. არაყიშვილის, მ. ბალანჩივაძის, ზ. ფალიაშვილის რომანსების ერთ–ერთი პირველი შემსრულებელი; მისი მოწაფეები იყვნენ: ზ. ანჯაფარიძე, ჰ. გონაშვილი, თ. ზაალიშვილი, ი. კავსაძე, ი. კოკოლია, ა. შომახია, ი. შუშანია, ო. ჩიტაია, თ. ჩოჩუა, ლ. ჭყონია, ნ. ჯაფარიძე(ყველა "ნიჭიერთა ათწლედში"). წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 11
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |