Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნანა ავალიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1961 წელს (საფორტეპიანო, პროფ. ანასტასია ვირსალაძის კლასი). 1956 წელს დაამთავრა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის "ნიჭიერთა ათწლედი" (ფორტეპიანო); 1961 წლიდან იყო თბილისის I სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგი და კონცერტმაისტერი, 1964 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კონცერტმაისტერი (საგუნდო კათედრა, ა. ბაგალიშვილის ალტის კლასი); ეწეოდა აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას, როგორც სოლისტი პიანისტი–იმპროვიზატორი და დუეტში გამოდიოდა პიანისტ ნანა დიმიტრიადისთან ერთად; მას დაწერილი აქვს მუსიკა დრამატული სპექტაკლებისთვის – "ამაღამ მგონი, იქნება ქარი", "სამანიშვილის დედინაცვალი" (თბილისის რუსთაველის თეატრი), "მარშალ დეფანტიეს ბრილიანტები" (რ. გაბრიაძის მარიონეტების თეატრი); მუსიკა კინოფილმებისათვის – "ლიმონის ტორტი"(1977, რეჟისორი რ. გაბრიაძე), "სათადარიგო ბორბალი" (1978, რეჟისორი ა. დარსაველიძე), "მწვერვალის დამპყრობნი" (1977, რეჟისორი რ. გაბრიაძე, ა. დარსაველიძე), "შავი მერცხალი" (1986, რეჟისორი თ. დულარიძე). წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 12
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |