The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



პავლე მაჭავარიანი

პავლე მაჭავარიანი
Date of birth:8 May, 1951  (73 years)
Category:Medical Doctor, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1974 წელს.

1974–1980წწ. - მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ინსტიტუტის ექიმი; 1980–1985წწ. - უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1985–1994წწ. - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1994 წლიდან - განყოფილების ხელმძღვანელი; 2014 წლიდან აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის კარდიოლოგი; 2002 წლიდან -  შპს   "სპექტრის" კარდიოლოგი; 2001 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა კათედრის პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი კარდიოლოგიაში; არის მეთოდური რეკომენდაციებისა და წერილების ავტორი. ექიმი-კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მიოკარდიუმის მწვავე ინფაქტით ავადმყოფთა მკურნალობა სუსტაკით, ობზიდანით და მათი კომბინაციით", დაიცვა 1983 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "სისტემური თრომბოლიზური თერაპიის გავლენა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით ავადმყოფთა მარცხენა პარკუჭის კუმშვადობაზე, ინფარქტის ზომაზე, დაავადების  მიმდინარეობასა და მის პროგნოზზე", დაიცვა 1994 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.192; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.350; მედპორტალი: medportal.ge

Member of Organizations

  • ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება, წევრი

Bibliography


Share: