შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ მახათაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში 1964–1967 წლებში. დაამთავრა კიევის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1970 წელს. 1970–1971წწ. მუშაობად ქალაქ ჟიტომირში(უკრაინა) ქირურგად; 1971–1976წწ. იყო თბილისის ქირურგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1976–1987 წლებში თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 70–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება კარდიოლოგიას, ხელოვნურ დამხმარე სისხლმიმოქცევას, თორაკალური ქირურგიის პრობლემებს. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები: "დამხმარე სისხლმიმოქცევის აპარატები და მეთოდები"("საბჭოთა საქართველო", თბილისი, 1989); გამოგონებები: "დამხმარე სისხლმიმოქცევის მოწყობილობა", "ხელოვნური სისხლმიმოქცევის ტუმბო", 1981. მკურნალი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულის შიდა მასაჟი მწვავე უკმარისობისა და გაჩერების დროს", დაიცვა 1974 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "დამხმარე სისხლმიმოქცევის სხვადასხვა მეთოდების შედარებითი შეფასება, ეფექტურობა გულის მუშაობის კრიტიკული მდგომარეობის დროს", დაიცვა 1989 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.193 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |