The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ნანეიშვილი

ალექსანდრე ნანეიშვილი
დაბადების თარიღი:1857
გარდაცვ. თარიღი:25 აგვისტო, 1904  (47 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:პედაგოგი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ორპირი.

საშუალო განათლება ქუთაისის გიმნაზიაში მიიღო, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა პეტერბურგის სამედიცინო-ქირურგიულ აკადემიაში, საიდანაც იძულებული გახდა კურსის დაუმთავრებლად სამშობლოში დაბრუნებულიყო. იგი აქტიურად ჩაება პოლიტიკურ-საზოგადოებრივ მუშაობაში და პედაგოგიურ მოღვაწეობას მიჰყო ხელი. 1981 წელს მასწავლებლად დაიწყო მუშაობა ბათუმის ახალგახსნილ საქალაქო სასწავლებელში; 1982 წელს განთავისუფლდა მასწავლებლის თანამდებობიდან და ამ პერიოდიდან იგი აქტიურად თანამშრომლობდა ქართველ ხალხოსანთა ჟურნალ "იმედში", აგრეთვე "ივერიაში", გაზეთ "დროებაში" ჟურნალ "მოამბეში", გაზეთ "ნოვოე ობოზრენიეში" და სხვ. როგორც ხალხოსანი, აქტიურად ეხმაურებოდა მრავალ საჭირბოროტო პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და ეკონომიკურ საკითხს. 1884 წელს სხვა ქართველ ხალხოსნებთან ერთად იგი ციმბირში გადაასახლეს; 1887 წელს იგი სამშობლოში დაბრუნდა და განაგრძო პუბლიცისტურ-ლიტერატურული მოღვაწეობა. მის კალამს ეკუთვნის მრავალი წერილი სხვადასხვა საჭირბოროტო რთულ საკითხზე. თავისი პედაგოგიური ხასიათის წერილებში იგი ეხებოდა მშობლიური ენის სწავლების აუცილებლობას, მოსწავლეთა ფიზიკური აღზრდის საჭიროებას, უმაღლესი განათლების მდგომარეობას, ქალთა სწავლა-განათლების საკითხებს და სხვ.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.135; განმანათლებლობა საქართველოში. იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ნამდვილი წევრი (1902-)

გააზიარე: