The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ნასიძე

მიხეილ ნასიძე
სხვა სახელი:მომაკვდავი   (ფსევდონიმი)
ქსნელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1859
გარდაცვ. თარიღი:5 აპრილი, 1935  (76 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სიღნაღი
კატეგორია:იურისტი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მაღარო, სიღნაღის რაიონი.

წარჩინებით დაამთავრა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტი და იმავე ინსტიტუტში დატოვეს მასწავლებლად. თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა 16 წლის განმავლობაში. დაუსწრებლად დაამთავრა აგრეთვე იურიდიული ფაკულტეტი, მიიღო ვექილად მუშაობის უფლება და ერთი პერიოდი ვექილად მუშაობდა. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, სხვადასხვა დროს მუშაობდა სიღნაღის ჰუმანიტარული ტექნიკუმის მასწავლებლად; მასწავლებლობდა წითელწყაროს საკოლმეურნეო სკოლაში და წერა-კითხვის უცოდინარობის სალიკვიდაციო სკოლებში. თანამშრომლობდა სიღნაღის გაზეთ "სინათლეში"; ერთ დროს მსახურობდა აგრეთვე სამაზრო სტატბიუროს გამგედ. მნიშვნელოვანი ამაგი მიუძღვის ქართულ პერიოდულ პრესაში პედაგოგიური ხასიათის პრობლემების დამუშავებაში. ავტორია რამდენიმე დამხმარე წიგნისა ქართულ ენასა და ლიტერატურაში.

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.294; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.134; განმანათლებლობა საქართვერლოში - იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ნამდვილი წევრი (1884-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: