შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანტონ ნატროშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მაჩხაანი, სიღნაღის რაიონი. წარჩინებით დაამთავრა თელავის სასულიერო სასწავლებელი და სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო სემინარიაში. თბილისის სასულიერო სემინარია პირველ მოსწავლედ სტუდენტის ხარისხით დაასრულა და არჩეულ იქნა სემინარიის მასწავლებელთა კორპორაციისაგან სახელმწიფო ხარჯზე გასაგზავნად ყაზანის სასულიერო აკადემიაში უმაღლესი განათლების მისაღებად. 1877 წელს ყაზანის სასულიერო აკადემია მაგისტრის ხარისხით დაამთავრა და თბილისის სასულიერო სემინარიაში ითხოვა სამსახური, მაგრამ სემინარიის ადმინისტრაციამ უარი უთხრა და ის გაიგზავნა სამარის სასულიერო სემინარიაში ფსიქოლოგიისა და პედაგოგიკის მასწავლებლად, პედაგოგიკას ასწავლიდა პარალელურად ქალთა ეპარქიალურ სასწავლებელში. სამარაში იგი შვიდი წელიწადი მუშობდა. 1884 წელს იგი გადმოიყვანეს ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში არითმეტიკისა და გეოგრაფიის მასწავლებლად, ხოლო ერთი წლის შემდეგ თბილისის სასულიერო სასწავლებელში იმავე საგნების მასწავლებლად დანიშნეს; 1886-1888წწ. თბილისის ქართულ გიმნაზიაში ასწავლიდან რუსულ ენას, ჰქონდა გაკვეთილები მე-2 კომერციულ სასწავლებელში; 1898-1899წწ. საეკლესიო-სამრევლო სკოლების მასწავლებელთა გადასამზადებელ კურსებს ხელმძრვანელობდა და ლექციებსაც კითხულობდა. ძირითადად იგი სასულიერო სასწავლებელში მოღვაწეობდა და ამ სასწავლებელში მან 34 წელი იმუშავა. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ სასულიერო სასწავლებლის პედაგოგიურმა საბჭომ იგი სასწავლებლის ზედამხედველად აირჩია; 1918 წელს სასულიერო სასწავლებელი სასულიერო სემინარიას შეუერთდა და გიმნაზიად გადაკეთდა; 1919 წელს ქიზიყში დაბრუნდა და თანასოფლელებმა იგი მოსამართლედ აირჩიეს; 1923 წელს კვლავ სკოლას დაუბრუნდა, ჯერ ქვემო მაჩხაანის შვიდწლედში მასწავლებლობდა, შემდეგ სოფელ ყანდაურის შრომის სკოლის გამგედ დაინიშნა. პედაგოგიურ მუშაობასთან ერთად საზოგადოებრივ ასპარეზზედაც ნაყოფიერად მოღვაწეობდა. მის კალამს ბევრი საყურადღებო წერილი ეკუთვნის. მისი შრომებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია მონოგრაფია მცხეთაზე და სვეტიცხოვლის ტაძარზე, რომელიც პირველი ისტორიულ-არქეოლოგიური კვლევაა ამ საკითხში. ნაშრომს დღესაც არ დაუკარგავს თავისი სამეცნიერო მნიშვნელობა. წყარო: მამულიშვილთა სავანე/ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე. - თბ., 1994. -გვ. 289 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |