The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ ნაჭყებია

ვლადიმერ ნაჭყებია
დაბადების თარიღი:1873
გარდაცვ. თარიღი:21 თებერვალი, 1950  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფ. ხეთა, ზუგდიდის მაზრა.

დაამთავრა ძველი სენაკის ქართული სკოლა 1889 წელს და ქუთაისის ქართულ სკოლაში ჩირიცხა, მაგრამ ამ გიმნაზიის კურსის დასრულება არ დასცალდა და ოჯახური პირობების გამო სოფელში დაბრუნდა. ქუთაისიდან დაბრუნებულმა, თან ქართული სცენის დიდი სიყვარული ჩამოიტანა. ენერგიულად შეუდგა დრამატული წრის ჩამოყალიბებას. ამ საქმეში სოფლის მთელი კულტურული ძალები ჩააბა. ამ წრემ 1894 წელს გამართა პირველი წარმოდგენა სოფელ ხეთაში. წარმოდგენას დიდი წარმატება ჰქონდა და ვლადიმერი სისტემატურად მართავდა სპექტაკლება არა მარტო ხეთაში, არამედ სამაზრო ქალაქ ზუგდიდსა და მეზობელ სოფლებშიც. სპექტაკლების გარდა კონცერტებსაც ხშირად მართავდა. საუკეთესო ოსტატი იყო ხალხური სიმღერებისა, თვითონაც ადგენდა მომღერალთა გუნდებს და საღამოებს ატარებდა ახლომახლო სოფლებში. ყველა ეს საღამო-წარმოდგენა ან უფასო იყო, ან მხოლოდ საქველმოქმედო მიზანს ემსახურებოდა. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ დრამატული წრე გაძლიერდა, დადგმები გახშირდა, შემოსავალი გაიზარდა და თანხებიც საგრძნობი დაგროვდა. 1926 წელს საძირკველი ჩაეყარა ხეთის თეატრის საკმაოდ მოზრდილ შენობას, რომელიც ამჟამად მთელი სოფლის მშვენება და კულტურის კერაა. იგი ამავე დროს საუკეთესო პედაგოგი იყო, ასწავლიდა მხოლოდ დაწყებით კლასებში. 1922-1923წწ. ხეთაში საშუალო სკოლის გახსნა განიზრახა. ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის დახმარებით 1928-1929 სასწავლო წლისათვის შენობა მზად იყო. 1938 წელს მან ხეთაში ჩამოაყალიბა მომღერალთა რაიონული გუნდი, ამავე დროს მისი უანგარო შრომით აგებულ თეატრს დასტრიალებდა. სასკოლო მუშაობიდან თავისუფალი, პენსიონერი, აქტიურად მუშაობდა კულტსაგანმანათლებლო ფრონტზე, როგორც კლუბისა და თეატრის გამგე, ბიბლიოთეკა-სამკითხველოს მზრუნველი.

წყარო: http://nateba.net/index.php/biographies/139-nachkebia


გააზიარე: