Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ მებუკე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა აქტიუბინსკის(ყაზახეთი) სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1964 წელს. 1961–1963წწ. იყო აქტიუბინსკის საოლქო საავადმყოფოს ექთანი; 1964–1965წწ. ცელინოგრადის საოლქო საავადმყოფოს ქირურგი; 1965–1968წწ. თბილისის სასწრაფო დახმარების ექიმი–ქირურგი; 1967–1969წწ. თბილისის №3 საავადმყოფოს ექიმი–ანესთეზიოლოგი, 1969–1978წწ. ქირურგიის ინსტიტუტის თორაკალური განყოფილების ექიმი–ორდინატორი, 1978–1990 წლებში ამავე განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1992–1996წწ. აღნიშნული ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, 1996 წლიდან ქირურგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 70 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება გულმკერდის ქირურგიის აქტუალურ საკითხებს. ხელმძღვანელობდა სამეცნიერო თემას, ჰოსპიტალური ქირურგიის ციკლს სამედიცინო ინსტიტუტ "საქართველოში". ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულმკერდში შემავალი ჭრილობების მკურნალობა და შორეული შედეგები", დაიცვა 1973 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.196 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |