შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იასონ ნიკოლაიშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. 1885 წელს დაამთავრა ხონის საოსტატო სემინარია და იმავე წელს დაინიშნა ქუთაისის სააზნაურო სკოლის განყოფილების აღმზრდელად და გალობის მასწავლებლად სოფელ ძველ სენაკში. მომდევნო წლიდან იმავე სკოლაში ყველა საგნებს ასწავლიდა. ყოველ ზაფხულს მიდიოდა გურიაში და იქ ამხანაგებთან ერთად ეწეოდა სხვადახვა სახის საზოგადოებრივ მუშაობას, განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ღვაწლი აბრეშუმის საუკეთესო თესლის შეძენისა და ხალხში გავრცელების საქმეში. სხვებთან ერთად ადგენდა სცენის მოყვარულთა დასს. ისინი მოგზაურობდნენ გურიაში და მართავდნენ წარმოდგენებს, ხოლო მიღებულ შემოსავალს ახმარდნენ სოფლის სამკითხველოებს და ფულად დახმარებას უწევდნენ ნიჭიერ ახალგაზრდებს. 12 წელი მუშაობდა ძველ სენაკში მასწავლებლად, შემდეგ გადავიდა ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში და ასწავლიდა მოსამზადებელ კლასებში, მოგვიანებით დაინიშნა ქართული ენის მასწავლებლად უფროს კლასებში. აქტიურად მონაწილეობდა ქუთაისის ყველა კულტურულ წამოწყებაში. სამწერლო ასპარეზზე 1889 წელს გამოვიდა. პირველი მოთხრობა "პერიას ოჯახში" დაიბეჭდა გაზეთ "ივერიაში“, ამის შემდეგ განაგრძობდა წერას სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. 1912 წელს გამოსცა "ქართული ენის მოკლე გრამატიკა". კარგად ერკვეოდა მუსიკაში. მის მიერ ნოტებზე გადაღებული სიმღერები საყმაწვილო ჟურნალებში იბეჭდებოდა. მისი საბავშვო სიმღერები, ნოტებზე გადაღებული, წლების მანძილზე ისწავლებოდა. წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921), ენციკლოპედია-ლექსიკონი/ჭუმბურიძე დ., -თბ., 2018 . -გვ. 301; განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |