The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ევსევი ნიკოლაძე

ევსევი ნიკოლაძე
დაბადების თარიღი:1885
გარდაცვ. თარიღი:1972  (87 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

დაბადბის ადგილი: სოფელი ნახშირღელე, თერჯოლის რაიონი. 

დაამთავრა ქუთისის სასულიერო სასწავლებელი. 1900 წლიდან სწავლა განაგრძო ქუთისის სასულიერო სემინარიაში. 1904 წლის მოსწავლეთა გაფიცვის გამო სუსულიერო სემინარია დაიხურა და იგი იმავე წელს გადავიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც დაამთავრა 1908 წელს.

გაემგზავრა პეტერბურგში და 1912 წელს დაამთვრა სასულიერო აკადემია. დაბრუნდა ქუთაისში და მუშაობა დაიწყო იმერეთის საეპარქიო გაბრიელის სახელობის ქალთა სასწავლებლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 50 წლის მანძილზე ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას ქუთაისის საშუალო სკოლებში და სპეციალურ სასწავლებლებში. კარგად ფლობდა გერმანულ, ფრანგულ, რუსულ, ბერძნულ და ლათინურ ენებს. 1912 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე უშუალოდ მონაწილეობდა ქუთისის საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადობის მუშაობაში. 

წყარო: http://nateba.net/index.php/biographies/208-nikoladze-ev

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილება, წევრი (1915-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: