The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარინა ადამია

მარინა ადამია
დაბადების თარიღი:25 თებერვალი, 1957  (67 წლის)
კატეგორია:კომპოზიტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი

დაამთავრა თბილისის III სამუსიკო სასწავლებელი 1976 წელს, პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია 1983 წელს(საკომპოზიციო).

1983–1991წწ. მუშაობდა თბილისის მუსიკალურ სასწავლებელსა და ახალციხის მუსიკალურ სკოლაში(თეორიის საგნები); 1986–1988წწ. იყო ახალციხის დრამატული თეატრის მუსიკალური გამფორმებელი; 1992 წლიდან სწავლობდა ედინბურგის(ინგლისი) უნივერსიტეტში მუსიკის ფაკულტეტზე, 1994–2006წწ. იყო ლექტორი(კომპოზიციაში) აქვე; 1998 წლიდან კომპოზიციის დოქტორი; 2006–2008წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის "ნიჭიერთა ათწლედის" კონსულტანტი, პარალელურად ხელმძღვანელობდა მუსიკის თეორიის და კომპოზიციის განყოფილებებს; 2009 წელს თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დააარსა მუსიკალური ცემტრი, რომლის დირექტორი და კომპოზიციის მიმართულების ხელმძღვანელიც იყო; დაწერილი აქვს: სავიოლინო კონცერტი(პირველი შესრულება მოსკოვში 1983 წელს); კამერულ ინსტრუმენტული ნაწარმოებები – სამი სიმებიანი კვარტეტი(1978, 1982, 1997), სონატა ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის(1976), ოთხი პიესა სიმებიანი კვარტეტისათვის(1980), მუსიკა დასარტყამი ინსტრუმენტისათვის(1986), ხუთი სავიოლინო ბაგატელი ფორტეპიანოსთან ერთად(1988), ტრიო საქსოფონის, ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის(1994), "გრავიტაცია" სიმებიანი ტრიოსათვის(2000), "At the Still point of the Turning World"(მუსიკა საერთო პროექტისათვის ანიმატორ ჯ. ლანგფორდსა და ქორეოგრაფ ნ. დუგლასთან ერთად. "Creative Scotlend" პრემიერა შედგა 2001 წელს), მუსიკა თეატრალური წარმოდგენისთვის "Gravity"(2000, ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალის დაკვეთით); საორკესტრო ნაწარმოებები – ქართული ხალხური სიმღერები სიმებიანი ორკესტრისათვის(1999), "ათოვდა ზამთრის ბაღებს", სამი პოემა 24 ხმისა და ორკესტრისათვის(1997), "The Restless Wood"(2001, შოტლანდიის კამერული ორკესტრის დაკვეთით); საგუნდონაწარმოებები – ოთხი პიესა გუნდისათვის ხალხურ ტექსტებზე(1979), საგუნდო ციკლი ა. კალანდაძის ლექსებზე(1989); ვოკალური ნაწარმოებები – შვიდი სიმღერა ძველ ჩინურ პოეზიაზე სოპრანოს, ტენორისა და კამერული ანსამბლისათვის(1988), ხუთი სიმღერა მეცო–სოპრანოსა და კამერული ორკესტრისათვის(1993); მისი ნაწარმოებები შესულია კრებულში "ქართველი და გერმანელი ქალი კომპოზიტორების თანამედროვე საფორტეპიანო მუსიკა. 12/12"(თანდართული CD).

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 11

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი

გააზიარე: