The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ნიჟარაძე

დავით ნიჟარაძე
დაბადების თარიღი:18 სექტემბერი, 1856
გარდაცვ. თარიღი:27 დეკემბერი, 1922  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:საზოგადო მოღვაწე, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა უკანასკნელი წინამძღოლი (1910-1919), რომელსაც დათა ნიჟარაძის სახელით მოიხსენიებდნენ. იბრძოდა მენშევიკური მთავრობისა და გერმანელი ინტერვენტების წინააღმდეგ. უნიჭიერესი და გონებამახვილი პიროვნება, დიდი ეროვნული მოღვაწე, მამულიშვილი, კარგი ორატორი. მის საზოგადოებრივ მოღვაწეობის ნუსხაში შედის ქუთისის ქართული გიმნაზიის ორსართულიანი შენობის აგება; მისი დამსახურებაა ასევე საქართველოდან რუსეთის სამხერო სამსახურში ახალგაზრდობის გასაწვევთა რიცხვის შემცირება. 1905 წელს სამაზრო კომისიის თავმჯდომარედ დანიშნეს. იყო ასევე, იმერეთის თავად-აზნაურთა ბანკის ხელმძღვანელი, რომელიც არაერთ საქველმოქმედო და საზოგადოებრივ საქმიანობაში იყო ჩართული; ქართული გალობის მოყვარულთა წრისა და ქართული გალობის აღმადგენელი საზოგადოების გამგეობების თავმჯდომარე; გენერალ კოტე აფხაზთან ერთად გადასცა ქართველ ერს თავადაზნაურთა ქონება: 42 მლნ მანეთი. 1916 წელს დაინიშნა მეფისნაცვლის საგანგებო მინდობილებათა გენერლად.

წყარო: განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.netnobility.pro

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1916 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი
  • 1915 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი
  • 1899 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1895 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • 1877 - IV ხარისხის სამხედრო ორდენი წარჩინების ნიშნით

გააზიარე: