The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვენერა ადამია-ჩიქოვანი

ვენერა ადამია-ჩიქოვანი
დაბადების თარიღი:30 სექტემბერი, 1930
გარდაცვ. თარიღი:29 სექტემბერი, 2017  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის IV სამუსიკო სასწავლებელი 1956 წელს.

ვოკალის ხელოვნებას ეუფლებოდა ნ. ცომაიასთან; 1958 წლიდან თბილისის ჯერ ოპერის გუნდის მსახიობი, შემდეგ კი სოლისტი იყო(მეცო–სოპრანო); 1973 წლიდან საქართველოს ფილარმონიის სოლისტი; შესრულებული აქვს: ნანო(ზ. ფალიაშვილის "დაისი"), ბაბუსი, კნეინა მარო(ვ. დოლიძის "ქეთო და კოტე"), ბიჭი(მ. დავითაშვილის "ნაცარქექია"), ქალი(ბ. კვერნაძის "იყო მერვესა წელსა"), ზიბელი(გუნოს "ფაუსტი"), ჯიოვანა(ვერდის "რიგოლეტო"), ლარინა(პ. ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი"). მეცო-სოპრანო.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 11; საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზეთი "დურუჯი": tafu.edu.ge (გვ.19)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1985 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: