The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნატალია ავალიანი

ნატალია ავალიანი
დაბადების თარიღი:16 აპრილი, 1927
გარდაცვ. თარიღი:7 იანვარი, 1987  (59 წლის ასაკში)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა პ. ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია 1945 წელს.

კონსერვატორიის დამთვრებისთანავე ჩამოვიდა თბილისში. იგი აქ შეუდგა აქტიურ საკონცერტო და პედაგოგიურ მოღვაწეობა. 1952–1987 წლებში იყო ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის არფის კლასის ხელმძღვანელი, საქართველოს არფის საშემსრულებლო სკოლის დამაარსებელი და პედაგოგიური ტრადიციების დამამკვიდრებელი. მან აღზარდა მუსიკოსთა რამდენიმე თაობა, ჩამოაყალიბა არფისტთა კვარტეტი, რომელშიც თვითონაც უკრავდა. ეროვნული მუსიკის რეპერტუარის გასაფართოებლად ნ. ავალიანმა გადაამუშავა არფისთვის და რედაქცია გაუწია არაერთ ნაწარმოებს, რომლებმაც დაიმკვიდრეს ადგილი ამ საკრავის რეპერტუარში. 1954–1956 წლებში საქართველოს რადიო–კომიტეტის სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსია. იგი პირველი შემსრულებელი იყო ქართველ კომპოზიტორთა მიერ მისი ინიციატივით შექმნილი და მისდამი მიძღვნილი ნაწარმოებებისა, საქართველოს რადიოს "ოქროს ფონდს" ამშვენებს მისი მრავალი ჩანაწერი. 1956–1987 წლებში საქართველოს სიმფონიური ორკესტრის სოლისტია. მისი მოწაფეები იყვნენ: ნ. ჩიგოგიძე, ზ. ფურცხვანიძე (საკავშირო კონკურსების დიპლომანტები), ლ. ფანცულაია, ლ. გოზალიშვილი. ნ. ავალიანი იყო დიდი არტისტული მგზნებარების მუსიკოსი. 

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 12; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.40

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1965 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: