Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივანე ნიჟარაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი უშგული, ზემო სვანეთი. დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია. 1895 წელს გაემგზავრა პეტერბურგში და შევიდა უნივერსიტეტის ჯერ მათემატიკის, შემდეგ კი ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე და კლასიკური ენებისა და კლასიკური ფილოლოგიის შესწავლა დაიწყო, დაამთავრა 1902 წელს. აქტიურ მონაწილეობას იღებდა სტუდენტთა საზოგადოებრივ საქმიანობაში. 1903 წელს დაბრუნდა საქართველოში. განუწყვეტლივ მოღვაწეობდა განათლების ასპარეზზე საშუალო და უმაღლეს სასწავლებლებში; ერთდროულად ეწეოდა საზოგადოებრივსა და სამეცნიერო მუშაობას. 1903-1906წწ. თბილისის ქართულ გიმნაზიაში ასწავლიდა რუსულ ენას; 1906 წლიდან დანიშნულ იქნა ლათინური ენის მასწავლებლად თბილისის პირველ გიმნაზიაში, სადაც იგი 1908 წლამდე მუშაობდა. მალე მოხდა გიმნაზიის რეორგანიზაცია, იგი ტექნიკუმად და შრომის სკოლად გადაკეთდა, იგი აქ სხვადასხვა დროს ასწავლიდა ისტორიას, საზ. მეცნიერებას, რუსულ ენას; აღნიშნულ საგნებს ასწავლიდა აგრეთვე სხვადასხვა ტიპის საშუალო სკოლებში; მონაწილეობდა სახალხო განათლების კომისარიატის მიერ დასახულ ღონისძიებათა განხორციელების საქმეში; მუდმივი მონაწილე იყო იმ კომისიებისა, რომელთაც დავალებული ჰქონდათ რუსული ენისა და საზ. მეცნიერების პროგრამების დამუშავება; რეცენზიებს უკეთებდა აღნიშნული საგნების სახელმძღვანელოებს, მონაწილოებდა მასწავლებელთა გადასამზადებელი კურსების მუშაობაში, როგორც ლექტორი და გამგე; წლების განმავლობაში მუშაობდა ქარხნის მუშებს შორის წერა-კითხვის უცოდინარობის ლიკვიდაციისათვის; 1938 წელს იგი მიიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1904 წელს რუსეთის მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილებამ მიავლინა სვანეთში მასალების შესაკრებად; მოღვაწეობდა ადგილობრივ რუსულ-ქართულ პერიოდულ გამოცემებში, სადაც ათავსებდა ლინგვისტურ-ისტორიული და პედაგოგიური ხასიათის წერილებს. 1938 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებსა და ასპირანტებს ლათინურ და ბერძნულ ენებს ასწავლიდა. ივანე კვანჭაძესთან ერთად ლათინურიდან ქართულად თარგმნა იან ამოს კომენსკის კლასიკური პედაგოგიური ნაშრომი "დიდი დიდაქტიკა". საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ძველი ბერძნული ენის სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლებისათვის", დაიცვა 1950 წელს. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.135 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |