The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სპირიდონ ნორაკიძე

სპირიდონ ნორაკიძე
დაბადების თარიღი:1847
გარდაცვ. თარიღი:31 იანვარი, 1909  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი:  სოფელი ხორში, ზუგდიდის მაზრა.

დაწყებითი განათლება სოფლის ორკლასიან სკოლაში მიიღო. 1884 წელს დანიშნეს სოხუმის ოლქის სოფელ გინძე-ეწერის გ. შარვაშიძისეული მდიდარი მამულების გამგედ. ამ მამულების ხე-ტყის წარმოებამ მისი ხელმძღვანელობით დიდ წარმატებას მიაღწია. 1885 წელს მისი ინიციატივითა და მის მიერ გამონახული სახსრებით დაარსდა ზუგდიდში, ფოთსა და ხობში ბიბლიოთეკა-სამკითხველოები. ამ საქმეს იგი საკმაო თანხებს ახმარდა, საკუთრი შემოსავლიდანაც საგრძნობი თანხა ჰქონდა გაღებული. მისი სახსრებითა და ხელის შეწყობით ბევრმა ახალგაზრდამ მიიღო საშუალო და უმაღლესი განათლება. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ღვაწლი და მატერიალური წვლილი "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ფონდის გაძლიერების, განმტკიცებისა და მუშაობის ფართოდ გაშლისათვის. 1895 წელს მან დააარსა მუშათა არტელი "რიონის მშრომელთა ამხანაგობა", მაგრამ მეფის ხელისუფლებამ ეს არტელი მალე დახურა. სხვა ქართველ მოღვაწეებთან ერთად იბრძოდა სოხუმის ოლქის რუსიფიკაციისათვის თავდადებული მოხელეების წინააღმდეგ, ხელმძღვანელობდა საიდუმლო კრებებს. იგი გადაასახლეს ცენტრალურ რუსეთში, მაგრამ იქ დიდხანს არ დარჩენილა და 1906 წლის ამნისტიის შედეგად კვლავ სოხუმის ოლქში დაბრუნდა და თავისი საქმიანობა განაახლა. 1909 წელს მეფის აგენტებმა იგი ავაზაკურად მოკლეს საკუთრი სახლის კარებთან. თავისი რაინდული მოქმედებით და შეგნებული ბრძოლით იგი საქართველოს სახალხო განათლების ისტორიაში დარჩა როგორც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა და საალხო განათლების გავრცელებისათვის უშიშარი მებრძოლი.

წყარო: განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამფუძნებელი წევრი (1879-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოჩამჩირის განყოფილება, წევრი (1902-)

გააზიარე: