The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ მეგრელიშვილი

თამარ მეგრელიშვილი
დაბადების თარიღი:26 იანვარი, 1953  (72 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1976 წელს.

1976–1977წწ. იყო თბილისის თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმი–ინტერნი; 1977–1980წწ. შუახევის რაიონული საავადმყოფოს ინფექციური განყოფილების ექიმი–ორდინატორი; 1980–1982წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ინფექციურ დაავადებათა კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1982–1984წწ. ინფექციური პათოლოგიის ცენტრის ექიმი–ორდინატორი; 1984 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნინერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა კათედრის ასისტენტი. ავტორია 2 სამეცნიერო ნაშრომის. ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პირობითი ასთოგენური ენტერობაქტერიებით გამოწვეული ნაწლავთა მწვავე ინფექციების კლინიკური თავისებურებები მოზრდილებში", დაიცვა 1992 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.197

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ეპიდემიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • იმუნოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • ინფექციონისტთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • მიკრობიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი

გააზიარე: