შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ მელიქიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1940 წელს. 1940 წლიდან იყო საბჭოთა არმიის ჯარისკაცი, პოლკის და დივიზიის უფროსი ექიმი, ინფექციური განყოფილების უფროსი ორდინატორი, განყოფილების გამგე, ოლქის მთავარი ინფექციონისტი, პოლკოვნიკი, 1972 წლიდან რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს განყოფილების გამგე. ავტორია 16 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება შრატისმიერ ჰეპატიტებს, სტაფილოკოკურ ანგინას, დიზენტერიას. ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. დაჯილდოებულია მედლებითა და ორდენებით. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შრატისმიერი ჰეპატიტის დიაგნოსტიკის და მკურნალობის ზოგიერთი ასპექტები", დაიცვა 1969 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.199 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |