შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო მერაბიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1962 წელს. 1963–1967წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი მოსკოვში; 1968–1994წწ. მუშაობდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის მეანო-გინეკოლოგიის კათედრაზე; 1994 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეანო-გინეკოლოგიის კათედრის გამგე. ავტორია 67 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ორსულობის ფიზიოლოგიასა და პათოლოგიას, საკვერცხის კეთილთვისებიან და ავთვისებიან სიმსივნეებს, ორსულობასა და ინფექციებს. მისი ხელმძღვანელობით დაცულია ხუთი საკანდიდატო დისერტაცია; 1957 წელს დაამთავრა თბილისის მე-4 სამუსიკო სასწავლებელი; 1958–1962წწ. მუშაობდა მუსიკის პედაგოგად. 1959–1962წწ. სწავლობდა თბილისის კონსერვატორიაში, ფორტეპიანოს კლასში. მეან–გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "მოგრძო ტვინის ნეირონული აქტივობის განსაზღვრა", დაიცვა 1966 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "საკვერცხის კიბოს III-IV სტადიის კლინიკა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა", დაიცვა 1983 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,2000.-გვ.200; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.78 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |