The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნინო მერაბიშვილი

ნინო მერაბიშვილი
Date of birth:14 October, 1939  (85 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1962 წელს.

1963–1967წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი მოსკოვში; 1968–1994წწ. მუშაობდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის მეანო-გინეკოლოგიის კათედრაზე; 1994 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეანო-გინეკოლოგიის კათედრის გამგე.  ავტორია 67 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ორსულობის ფიზიოლოგიასა და პათოლოგიას, საკვერცხის კეთილთვისებიან და ავთვისებიან სიმსივნეებს, ორსულობასა და ინფექციებს. მისი ხელმძღვანელობით დაცულია ხუთი საკანდიდატო დისერტაცია; 1957 წელს დაამთავრა თბილისის მე-4 სამუსიკო სასწავლებელი; 1958–1962წწ. მუშაობდა მუსიკის პედაგოგად. 1959–1962წწ. სწავლობდა თბილისის კონსერვატორიაში, ფორტეპიანოს კლასში. მეან–გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "მოგრძო ტვინის ნეირონული აქტივობის განსაზღვრა", დაიცვა 1966 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "საკვერცხის კიბოს III-IV სტადიის კლინიკა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა", დაიცვა 1983 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,2000.-გვ.200; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.78

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების ორდენი
    სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა - განათლებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის

Share: