Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გურამ მენთეშაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. დმანისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1973 წელს. 1974–1978წწ. იყო ახმეტის რაიონის რაიონისა და რაიონული საავადმყოფოს ქირურგი, მთავარი ექიმის მოადგილე სამკურნალო დარგში; 1978–1990წწ. სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის სამედიცინო რადიოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის ორდინატორი, ასპირანტი, უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, კლინიკის მთავარი ექიმი, არის ონკოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ცენტრის აბდომინური განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 28 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება სწორი ნაწლავის კიბოს, კუჭის კიბოს, რეტროპერიტონული ორგანოსგარეშე სიმსივნეების მკურნალობას. ქირურგ–ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სწორი ნაწლავის ადგილობრივად გავრცელებული კიბოს კომბინირებული მკურნალობა წინასაოპერაციო თერმორადიოთერაპიით', დაიცვა 1988 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.199 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |